NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ.
ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ალიანსის წევრი ქვეყნები სტოლტენბერგისთვის მანდატის გაგრძელებაზე გასულ კვირას შეთანხმდნენ, მაგრამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ოფიციალურად სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცებენ. იქამდე კი, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NATO-ს წევრებს მოქმედი გენერალური მდივნის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება სურდათ.
სტოლტენბერგმა თებერვალში განაცხადა, რომ არ სურდა კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სტოლტენბერგის შემცვლელზე, მას გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვეს.