ავტორი თამუნა ნათაძე
„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გარემოზე და პოლიტიკური პარტიების შანსებზე ისაუბრა.
„წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში არის უპრეცედენტო. დღესდღეობით ისეთი კარგი დემოკრატიული და თავისუფალი გარემოა შექმნილი, რომ აუცილებლად ჩატარდება გამჭვირვალე არჩევნები. რაც შეეხება 5 %-იან ბარიერს, ორი აზრი არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება" აუცილებლად გადალახავს, ასევე „ნაციონალური მოძრაობაც" და „პატრიოტთა ალიანსიც". ჩემი აზრით, გაუჭირდება ალასანიას, ასევე შესაძლოა „რესპუბლიკელებსაც" გაუჭირდეთ გადალახვა, რადგან „რესპუბლიკელების" და ალასანიას ნიში ვაშაძემ და ბურჭულაძემ დაიკავეს. ასე რომ, შეიძლება, ბურჭულაძემაც გადალახოს 5%-იანი ბარიერი",- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.