„პრემიერს საქმეზე ორიენტირებული გამოსვლა ჰქონდა, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით, ოპოზიციამ კითხვები დასვა და გაიქცა, ეს არ არის ნორმალური, ასე განვითარებად ქვეყანას ვემსგავსებით, სადაც პოლიტიკური კულტურა არ არსებობს“, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს.
როგორც დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ ოპონენტების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, აღიაროს წარსული შეცდომები და მიიღოს განსხვავებული აზრი.
„აუცილებლად უნდა შევეხო პრემიერის პარლამენტში ვიზიტს, პრემიერის მოხსენებამ, ოპოზიციის უსუსურობა გვაჩვენა, სამწუხაროდ ქვეყანას უმწიფარი ოპოზიცია ჰყავს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორია. ოპოზიცია ცალსახად კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ არსებობს არის გარკვეული საკითხები, რომელიც ოპოზიციის და პოზიციის გამაერთიანებლად მოიაზრება. მათ შორის საკითხი, რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება. აღნიშნული საყოველთაო სიკეთის მოტანას ემსახურება, რაც ჯანსაღი ოპოზიციის პირობებში გამაერთიანებელ წერტილად იქცეოდა, მაგრამ ქართული ოპოზიცია და სიჯანსაღე ორი განსხვავებული მოცემულობაა.
პრემიერს საქმეზე ორიენტირებული გამოსვლა ჰქონდა, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით, ოპოზიციამ კითხვები დასვა და გაიქცა, ეს არ არის ნორმალური, ასე განვითარებად ქვეყანას ვემსგავსებით, სადაც პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, მოვუწოდებ ოპოზიციას, ოპონენტების მიმართ პატივისცემა გამოიჩინოს, აღიარონ წარსული შეცდომები, მიიღოს განსხვავებული აზრი. ირაკლი ღარიბაშვილს, საქმით განმტკიცებული სიტყვა აქვს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის დროს. მთავრობას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ფაქტია ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე ეკონომიკურად კარდინალურად არის შეცვლილი სოციალური პოლიტიკა, რაც ხალხზე ორიენტირებულ სახელმწიფო პოლიტიკას გულისხმობს, ფაქტობრივად ყველა სფეროში, სახელმწიფო ხალხის უკან დგას და ადამიანი მარტო არ არის“, - წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.