logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილმა ყველაფერს თავისი ძალისხმევით მიაღწია
- +

5 სექტემბერი. 2016. 16:01


 

„კვირიკაშვილი არის პატრიოტი თავისი ქვეყნის, კარგი ეკონომისტი, მენეჯერი, დიპლომატი, რომლისთვისაც სკამის შენარჩუნება არ არის მნიშვნელოვანი",- ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მეთაურს გიორგი კვირიკაშვილს „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალ მედიასთან".

ივანიშვილის განცხადებით, თუ სწორად აირჩევს საზოგადოება მთავრობას, ყველა პრობლემას დასძლევს.

 

„ეს არჩევნები გადაწყვეტს, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთეთ. პარტიად, რომელსაც შეუძლია ზრუნვა საზოგადოებაზე და უყვარდეს ქვეყანა, „ქართული ოცნება" გვეხატება. პირველ რიგში ავირჩიოთ პარტია, რომელიც ხალხის სამსახურშია.

 

რეალურად თუ გავაანალიზებთ, ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მართვა იცის. ევროკავშირის ელჩმა მომილოცა, რომ საქართველო ძალიან სტაბილურ ქვეყანად ჩამოყალიბდა. ამის მიზეზი არის ის, რომ სწორი მთავრობაა და სწორი ხალხი მართავს.

 

კვირიკაშვილი არის პატრიოტი თავისი ქვეყნის, კარგი ეკონომისტი, მენეჯერი, დიპლომატი, რომლისთვისაც სკამის შენარჩუნება არ არის მნიშვნელოვანი. ერთი მანქანით გადაადგილდება რეგიონებში. კვირიკაშვილმა ყველაფერს მიაღწია თავისი ძალისხმევით.

 

ქვეყანას პატრონი უნდა იყოს საზოგადოება.  აისბერგებსაც ავცდებით, ეკონომიკასაც განვავითარებთ, ევროპაშიც შევალთ და NATO-ს წევრი ქვეყანაც გავხდებით, თუ სწორ ხელისუფლებას ავირჩევთ",- განაცხადა ივანიშვილმა.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner