logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უკრაინის პრეზიდენტს არ ესმის, რომ ეს არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ერის შეურაცხყოფა!
- +

4 ივლისი. 2023. 15:49

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უკრაინის პრეზიდენტმა აბსოლუტურად უმიზეზოდ გამოაძევა საქართველოს ელჩი!

 

ეტყობა, უკრაინის პრეზიდენტს არ ესმის, რომ ეს არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის შეურაცხყოფა!

 

მე ვთვლი, რომ ვარ ოპოზიციონერი, მაგრამ ყოველთვის დავიცავ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner