logo_geo
eng_logo
ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ Facebook-მომხმარებლებმა აგინეს
- +

4 ივლისი. 2023. 16:22

 

 

„ნაცმოძრაობის“ ყოფილ  შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს საკუთარ Facebook-გვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აგინეს. კომენტარები, სადაც მას მოძალადეს, მოღალატეს, ქვეყნის გამყიდველს, პირსისხლიანს უწოდებენ, მერაბიშვილმა მალევე წაშალა. მომხმარებელთა აღშფოთება მის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის  სტატუსის გაზიარებას მოჰყვა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ელჩს სთხოვს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

 

ვანო მერაბიშვილი პოსტს, თავად ზელენსკის სიტყვებით აზიარებს და წერს: „სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს!“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner