logo_geo
eng_logo
თურქეთში მეორედ მოსვლის ფრესკა აღმოაჩინეს
- +

5 სექტემბერი. 2016. 16:03



თურქეთში კლდეში ნაკვეთი მართლმადიდებლური ეკლესია აღმოაჩინეს ფრესკებით, სადაც მეორედ მოსვლის სცენაა გამოსახული - ზეცად ამაღლებული ქრისტე ცოდვილ სულებს განსჯის. ქალაქის მერის თქმით, სადაც ეკლესია იპოვეს, მსგავსი ტიპის მოხატულობა პირველად აღმოაჩინეს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ აქამდე არც ერთი ეკლესია არ იყო ცნობილი ამ ტიპის ფრესკით. ეს ადგილი კაბადოკიის სხვა ისტორიულ ეკლესიებზე დიდია. ის მიწისქვეშ აშენდა და მისმა პირვანდელმა ფრესკებმა დღემდე მოაღწია", - განაცხადა ნევშეირის მერმა ჰასან იუნვერმა „Hurriyet Daily News"-თან საუბრისას.


კაბადოკიის რეგიონი ცენტრალურ თურქეთში მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა - ღრმა ხეობები და საოცარი კლდის ფორმაციები, სადაც გამოჭრილია ტაძრები, სამარხები და მთელი ქალაქები, რომლებიც ჰარმონულ ერთობაშია გარემო ბუნებასთან.


არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში გამოაცხადეს, რომ მათ კაბადოკიაში მასიური მიწისქვეშა ქალაქი იპოვეს, რომლის სულ ცოტა 7 კმ სიგრძის გვირაბები, დამალული ეკლესიები და დარბაზები დაახლოებით 5000 წლის წინანდელია დათარიღებით.


„Hurriyet Daily News"-ის განცხადებით, ეს 2014 წლის უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენაა და უძველესი ქალაქი ნევშეირის ციხე-სიმაგირს ქვეშ იყო ნაპოვნი. ის გარს აკრავდა იმ მიდამოს, სადაც თურქეთის დასახლების განვითარების ადმინისტრაცია (TOKI) თავის პროექტს ანხორციელებდა. ახალი სახლების მშენებლობისას, ნევშეირის ციხე-სიმაგრის მახლობლად დაახლოებით 1500 შენობა იყო ნაპოვნი.


2016 წელს აღმოჩენილი ეკლესია სწორედ ამ მიწისქვეშა ქალაქში აღმოჩენილ მრავალ შენობებს შორისაა. 


 

ტაძარი დაახლოებით ახ.წ.ა. მე-5 საუკუნეში უნდა აშენებულიყო.


„ჩვენ არ ველოდით მსგავსი ნაგებობის პოვნას, როცა მუშაობა დავიწყეთ. გათხრები და წმენდითი სამუშაობები ჯერ კიდევ გრძელდება. ვიმედოვნებთ დიდ სიახლეებს აღმოვაჩენთ კაპადოკიის ისტორიასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ფრესკა აქ უნიკალურია. არის საინტერესო გამოსახულება, რომელიც, სავარაუდოდ, თევზია ქრისტეს ხელში. ასევე, იესოს ცაში ამაღლება და ბოროტი სულების განსჯა. როცა ეკლესიის გათხრები დასრულდება, ის მართმადიდებელი ხალხისთვის პილიგრიმობის დიდი ცენტრი გახდება", - უთხრა Hurriyet-ს ბატონმა იუნვერმა.


მიწისქვეშა ქალაქის და ეკლესიის გათხრების მეთაურის არქეოლოგი სემი ისტანბულუიღლუს თქმით, თოვლის და წვიმის გამო ეკლესიის კედლები ჩამოინგრა, მაგრამ რესტავრაციისას შეკეთდება.


ეკლესია სავსე იყო ტალახით და არქეოლოგების გუნდს დასჭირდათ ფრესკის ნაწილების შეგროვება. თუმცა, მოხატულობის ზოგი ნაწილი შემორჩა, რესტავრატორები შეეცდებიან ფრესკის რაც შეიძლება მეტი ნაწილის აღდგენას. მეორე არქეოლოგი ალი აიდინი ამბობს, რომ მათ ეკლესიაში არსებული ტენიანობის გამოშრობა ნელ-ნელა მოუწევთ, რათა ფრესკები უფრო არ დააზიანონ. როგორც კი გაზაფხულზე ამინდი დათბება, განახლდება სამუშაობები და გუნდი დაიწყებს მათ აღდგენა-შენარჩუნებას.

 


კაპადოკია მოიცავს ასამდე კვადრატულ კილომეტრს და შედგება 200-ზე მეტი მიწისქვეშა გვირაბიანი დასახლებებისგან. იქ მრავალი საიდუმლო შესასვლელი, დამალული ოთახი და უძველესი ტაძარია. ამ ყველაფრის გამო კაპადოკია არის მსოფლიოს ყველაზე გასაოცარი და უდიდესი გამოქვაბულის-საცხორებელი რეგიონი.


გთავაზობთ ლაზერული სკანერის მეშვეობით გადაღებულ ნევშეირის ქვეშ აღმოჩენილ მიწისქვეშა ქალაქის გვირაბებს, კორიდორებსა და ოთახებს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner