logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ - მეტი კამერა და ჟურნალისტებთან მეტი მუშაობა
- +

5 სექტემბერი. 2016. 16:12



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრა რეგიონულ მედიასთან" წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ დესტაბილიზაციის საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამის მცდელობა ძალიან დიდია.


„დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ მცდელობაა ძალიან დიდი. „ნაციონალური მოძრაობა" დღეს მხოლოდ ამაზეა მოწოდებული. გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი მხოლოდ ამაზე უკიჟინებს საკუთარ თანაგუნდელებს, რომ როგორმე სიტუაცია ააყირავონ, რამეთუ მათ კარგად იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ.

 

4 წელიწადი მან შეინახა გუნდი ერთი რამით, გაზაფხულზე ამბობდნენ, რომ შემოდგომაზე მოვახერხებთ რევოლუციასო, შემოდგომაზე ამბობდნენ, რომ გაზაფხულზე იქნებოდა ეს და ხელისუფლებას გადავიბარებთო. ასე მოვიდნენ 4 წელი და შემდეგ 4 წელიწადს ამ დაპირებებით სააკაშვილი ამ გუნდს ვერ შეინახავს. ვინც არ უნდა მოვიდეს მაგათგან და არ დავმალავ და საჯაროდაც გეტყვით, დაწყებული მაჭავარიანიდან, ყველა გვითვლის - მოვალთ და მერე ჩვენ ვიცოდეთო. არავის აღარ უნდა ეგ სააკაშვილი და არავის აღარ უნდა მაგ ფორმით მმართველობა, მაგათ გუნდშიც გააცნობიერეს, რაც გამოუვათ. შესაბამისად, მცდელობა არის ძალიან დიდი და იქნება კიდეც, რომ როგორმე ქაოსი შემოიტანონ, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება და მთავრობა ფხიზლად არ იყოს და ჩემი რჩევებიც სწორედ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი კამერა. ჩვენ კამერებით მოვიგეთ არჩევნები. ყველა პოლიციელზე თითო კამერა, მე მქონდა შესაძლებლობა და მოვახერხე ამის დაფინანსება. ყველა სოფელში იყო რამდენი ჟურნალისტი კამერებით. დღესაც იგივე ვურჩიე, როდესაც მკითხეს, რომ არის პრობლემები, იგივე ვურჩიე „ქართულ ოცნებასაც", რომ რაც შეიძლება მეტი კამერა. დააფიქსირეთ, ვინ ახერხებს ამას. მათ არ უნდათ, რომ ეს არჩევნები სწორედ გაფორმდეს და სიტუაცია არიონ, მაგრამ ვერ მოახერხებენ. ამის საფუძველია ისევ საზოაგადოების სიფხიზლე და კიდევ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას" - მეტი კამერა და ჟურნალისტებთან მეტი მუშაობა. ყველა ქუჩაში კამერა უნდა იყოს. დღევანდელ ხელისუფლებას არცერთ შემთხვევაში არ აწყობს, ამ არჩევნებში რაიმე კაზუსი რომ მოგვივდეს. ჩვენ ევროპელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ევროპელები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner