logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა
- +

4 ივლისი. 2023. 18:40

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს შვედმა კოლეგამ პოლ იონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილიც. 

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე.

 

განხილვის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner