logo_geo
eng_logo
POLITICO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გლობალურმა კომპანიებმა რუსეთში ასობით მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს, ხოლო რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით მილიარდობით დოლარი შეიტანეს
- +

4 ივლისი. 2023. 21:47

მსხვილმა საერთაშორისო კორპორაციებმა, რომლებიც რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დარჩნენ, მათ Philip Morris-მა და Danone-მა, გასულ წელს რუსეთში ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, ათობით საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი, თუმცა იმ კომპანიებმა, რომლებიც დარჩნენ, მილიარდობით დოლარი შეიტანეს რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით.

კვლევის თანახმად, გლობალურმა კორპორაციებმა 2022 წელს 214 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს მხოლოდ რუსეთში განხორციელებული ბიზნესის მეშვეობით და რუსეთის ბიუჯეტში 3.5 მილიარდი დოლარი შეიტანეს გადასახადების სახით.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ ეს მოხდა მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, შეემცირებინა კრემლის შემოსავლები ომის დაწყების შემდეგ სანქციების 11 პაკეტის მიღებით.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის უმეტესი ნაწილი აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდიოდა, ევროკავშირის კომპანიებმა 2022 წელს მაინც გამოიმუშავეს დაახლოებით 75.2 მილიარდი დოლარი და რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით თითქმის 600 მილიონი დოლარი შეიტანეს.

კვლევა ცხადყოფს, რომ თამბაქოს კომპანია Philip Morris-მა ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო შარშან - 7.9 მილიარდი დოლარი და რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით 206 მილიონი დოლარი შეიტანა.

რაც შეეხება კომპანია Danone-ს, მისმა შემოსავალმა რუსეთში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო Pepsi-მ 4.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner