4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა, რომლის აღსანიშნავად, თბილისის ანძა ამავე ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველო აღნიშნული ფორმით მეგობარ ქვეყანასა და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს.
აშშ დღეს დამოუკიდებლობის 247-ე წლისთავს ზეიმობს.