კახეთში შვილმა მამა მოკლა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა შუახნის მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.