ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკში რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმის შედეგად 41 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით BBC წერს.
თავდასხმის შედეგად 8 მრავალსართულიანი კორპუსი და 8 ავტომობილი დაზიანდა. გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის განცხადებით, დარტყმა „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემიდან განხორციელდა.