უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის ძალების წინააღმდეგ განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ოლექსი დანილოვის თქმით, აქტიური საომარი მოქმედებების ამ ეტაპზე უკრაინის თავდაცვის ძალები ასრულებენ მთავარ ამოცანას - გაანადგურონ მტრის ცოცხალი ძალა, აღჭურვილობა, საწვავის საწყობები, სამხედრო მანქანები, სამეთაურო პუნქტები, არტილერია და რუსული არმიის საჰაერო თავდაცვის ძალები.
„ბოლო დღეები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო“, - განაცხადა მან.