უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, მოიწვიოს უკრაინა ნატოში ახლა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ომის შემდეგ მოხდება.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი გადაწყვეტილების მიმღებია უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე.
„ის [ჯო ბაიდენი] მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატოში, მაგრამ ახლა მოწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივატორი იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა „არ იქნება ნატოში ომის დასრულებამდე“.
„ჩვენ ყველაფერი გვესმის. მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა მან.