logo_geo
eng_logo
ზელენსკი ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა ნატოში ახლა მიიწვიოს
- +

5 ივლისი. 2023. 01:14

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, მოიწვიოს უკრაინა ნატოში ახლა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ომის შემდეგ მოხდება.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი გადაწყვეტილების მიმღებია უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე.

ის [ჯო ბაიდენი] მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატოში, მაგრამ ახლა მოწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივატორი იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ მას ესმის, რომ უკრაინა „არ იქნება ნატოში ომის დასრულებამდე“.

ჩვენ ყველაფერი გვესმის. მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner