logo_geo
eng_logo
ოფიციალურმა პეკინმა ქვეყანაში ჟოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა
- +

5 ივლისი. 2023. 01:47

ოფიციალურმა პეკინმა ქვეყანაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობაში ვიზიტის გაუქმების მიზეზები ამ დრომდე არ დაუსახელებიათ.

სამწუხაროდ, ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ არის შესაძლებელი და ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივა“, - განუცხადა Reuters-ს ევროკომისიის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner