logo_geo
eng_logo
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სტრატეგიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის ნათელი, შვედეთის ნატოში გაწევრიანება სასარგებლო იქნება ალიანსისთვის თუ ტვირთი
- +

5 ივლისი. 2023. 01:28

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ სტრატეგიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის ნათელი, შვედეთის ნატოში გაწევრიანება სასარგებლო იქნება ალიანსისთვის თუ ტვირთი.

იქნება თუ არა შვედეთის გაწევრიანება ნატოში ტვირთი თუ სარგებელი, სტრატეგიული და უსაფრთხოების შეფასების თვალსაზრისით, ეს საკითხი ახლა უფრო ღიაა დებატებისთვის, ვიდრე ოდესმე. ჩვენ კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვგმობთ სტოკჰოლმში ყურანზე ამაზრზენ თავდასხმას“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დაიხევს უკან, ვიდრე შვედეთი ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

ჩვენი ქვეყნის პოზიცია, ჩვენი მოლოდინები და ჩვენთვის გაცემული დაპირებები ნათელია. იმავე ადგილას ვდგავართ, როგორც წინა წელს. გაჭიანურებით დროის კარგვაზე მეტად გონივრული და სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი იქნებოდა იმ დაპირებების შესრულება, რაც მოგვცეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, სახელმწიფო ლოიალური უნდა იყოს იმ დაპირებების მიმართ, რომელსაც ხელი მოაწერა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner