logo_geo
eng_logo
ჩერგოლეიშვილი: გვარამიას მაგრად ეშლება - შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა - „ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ“ - ეს იყო ჩასვრა და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში
- +

5 ივლისი. 2023. 09:57

 

 

„გვარამიას მაგრად ეშლება. შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა „ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ“. ეს იყო ჩასვრა!  და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში“, - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი განცხადებით, შეცდომა იყო მედიაშანტაჟით, ცილისწამებით და პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რომლის შემოქმედიც ნიკა გვარამია იყო. შედეგად,  სააკაშვილმა დაიჯერა, რომ მესიაა და საქართველოში არაჟნის კონტეინერით შემოვიდა, რამაც, ჩერგოლეიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტი „გააფარჩაკა“.

 

„გვარამიას მაგრად ეშლება.

 

შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა - „ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ“.

 

ეს იყო ჩასვრა!

 

და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში.

 

შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის თითქოს მესიაა  - მასზე აცოცების სანაცვლოდ.

 

ანუ შეცდომა იყო მედიაშანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და  გააფარჩაკა - ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.

 

და ეს შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ).

 

ეგ იყო ამ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა.  (დღესაც იმავეს აკეთებს მისი არხი).

 

ასე რომ, ახლა იპროფესოროს და იყოს … ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც), მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში.

 

პ.ს. ბოდიში მაგრამ, ყველას იდიოტად გთვლით, ვისაც გვარამია მიშას და ამ ქვეყნის უბედურების მთავარი შემოქმედი არ გგონიათ ოპო ფლანგიდან - მიშას შემდეგ.

 

გულწრფელად გეუბნებით, მართლა კრეტინებად გთვლით..“ - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner