logo_geo
eng_logo
თსუ-ში კანცლერის არჩევნები ჩაიშალა
- +

10 მარტი. 2016. 22:07



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები ჩაიშალა. როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი თსუ-დან იუწყება, სენატის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს, რომ დღეს კენჭისყრა აღარ შედგება.


მათივე განცხადებით, არჩევნების ხელახალი თარიღის განსაზღვრამდე სტუდენტების იმ წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კენჭისყრას აპროტესტებენ.


როგორც სენატის წევრები ამბობენ, ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როდის გაიმართება კანცლერის არჩევნები.


 თსუ-ში არჩევნები 16.00 საათისთის იყო დანიშნული. ამ დროისთვის თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტების აქცია დაწყო. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სტუდენტებმა იმ ოთახთან მისვლა მოახერხეს, სადაც კენჭის ყრა უნდა გამართულიყო, შესაბისად, სენატის წევრებს იქ შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.


სტუდენტების ინფორმაციით, კანცლერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იმ პირებს მფარველობდა, რომლებაც სტუდენტები სცემეს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner