logo_geo
eng_logo
სალომე სამადაშვილი: გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება - ბრიყვია
- +

5 ივლისი. 2023. 00:09

 

 

„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით“, - წერს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

 

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინის პრეზიდენტის მოსაზრებაზე იქნება დამოკიდებული.

 

„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით.

 

ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლიტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო, - ზოგს მაინც ეიმედება სტატუსის მიღება.

 

გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება - ბრიყვია.

 

და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს „რუსულ ოცნებას“ რომ გეძახიან?“ - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner