logo_geo
eng_logo
ბაიდენის ოფიციალურმა პირებმა სოციალური მედიის კომპანიებთან კონტაქტი უნდა შეზღუდონ
- +

5 ივლისი. 2023. 10:54

 

 

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ შეუზღუდა ბაიდენის ადმინისტრაციას კომუნიკაცია სოციალური მედიის კომპანიებთან, რაც მიზნად ისახავს მათი შინაარსის მოდერაციას.

 

სამშაბათს 155-გვერდიანი გადაწყვეტილებით, მოსამართლე ტერი დოუტიმ აუკრძალა თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს და ზოგიერთ სამთავრობო უწყებას კომპანიებთან დაკავშირება „დაცული სიტყვის თავისუფლების შემცველი შინაარსის გამო“.

 

ეს რესპუბლიკელების გამარჯვებაა, რომლებიც მაღალჩინოსნებს ცენზურაში ადანაშაულებენ.

 

დემოკრატებმა განაცხადეს, რომ პლატფორმებმა ვერ მოახერხეს დეზინფორმაციის აღმოფხვრა.

 

საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე ყურადსაღებ „პირველი შესწორებას“ და მასთან დაკავშირებულ ბრძოლას აშშ-ის სასამართლოებში, რამაც გამოიწვია დებატები მთავრობის როლთან დაკავშირებით შინაარსის ცვლილებაში, რომელიც ითვლება ცრუ ან საზიანოდ.

 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ ნაბიჯებზე.

 

„ჩვენს თანმიმდევრულ შეხედულებად რჩება ის, რომ სოციალური მედიის პლატფორმებს აკისრიათ კრიტიკული პასუხისმგებლობა იმის გათვალისწინებაზე, თუ რა გავლენას ახდენს მათი პლატფორმები ამერიკელ ხალხზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ასევე აღნიშნეს, რომ პლატფორმებმა „დამოუკიდებელი არჩევანი უნდა გააკეთონ მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით“.

 

გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც მისურისა და ლუიზიანას რესპუბლიკელი გენერალური პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ახდენდნენ ზეწოლას სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ რეაგირება Covid-19 პოლიტიკასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოსტებზე.

 

მოსამართლე დოუტიმ, რომელიც იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დანიშნული, აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა „წარმოადგინეს არსებითი მტკიცებულებები თავიანთი სარჩელის/მოთხოვნების დასადასტურებლად“.

 

„ამ დრომდე მოპოვებული მტკიცებულებები ასახავს თითქმის დისტოპიურ სცენარს”, - თქვა მისტერ დოუტიმ თავის გადაწყვეტილებაში.

 

მან დაამატა: „კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, იმ პერიოდში, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად ხასიათდება გავრცელებული ეჭვითა და გაურკვევლობით, შეერთებული შტატების მთავრობამ, როგორც ჩანს, იკისრა ორველისეული „სიმართლის სამინისტროს“ მსგავსი როლი.

 

გადაწყვეტილებამ შეზღუდა სამთავრობო უწყებების კომუნიკაციები, მათ შორის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის და FBI-ს.

 

მან ასევე შეზღუდა აშშ-ს ოფიციალური პირები, მათ შორის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ალეხანდრო მაიორკასი და ჯენ ისტერლი, რომელიც ხელმძღვანელობს კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს.

 

თუმცა, გადაწყვეტილება გამონაკლისს ქმნიდა კომპანიებთან დაკავშირებაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალური აქტივობის რისკების შესახებ გაფრთხილების შემთხვევაში.

 

მოსამართლემ ასევე მოიხსენია რამდენიმე ელექტრონული ფოსტის მიმოწერა თეთრი სახლის აღმასრულებლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის.

 

ეს მოიცავდა 2021 წლის აპრილის წერილს რობ ფლაჰერტის მიერ, რომელიც ადრე იყო თეთრი სახლის ციფრული სტრატეგიის დირექტორი, ტექნოლოგიური გიგანტის Google-ის თანამშრომლებისთვის.

 

მიმოწერაში ფლაჰერტიმ თქვა, რომ Google-ის ვიდეოგაზიარების პლატფორმა YouTube ხელს უწყობს ადამიანებს, ვაქცინაციასთან დაკავშრებით იყოყმანონ.

 

„ეს არის შეშფოთება, რომელიც გაზიარებული იყო WH-ის უმაღლეს (და ვგულისხმობ უმაღლეს) დონეებზე“, - დაწერა მან.

 

Google-მა დაუყოვნებლივ არ უპასუხა BBC-ის მოთხოვნას კომენტარისთვის.

 

სოციალური მედიის პლატფორმა Twitter-მა, რომელიც ეკუთვნის მულტიმილიარდერ ილონ მასკს, პირდაპირ არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნაზე.

 

იმავდროულად, Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა „მეტამ“ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

 

 

https://www.bbc.com/news/technology-66106067

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner