logo_geo
eng_logo
Forbes-ის რეიტინგში ბათუმი „ხავერდოვან სეზონზე“ საუკეთესო კურორტებს შორის მეხუთე ადგილზეა
- +

5 სექტემბერი. 2016. 16:21


 

„არა მხოლოდ ზაფხულში: 10 პოპულარული დასასვენებელი ადგილი ხავერდოვანი სეზონისთვის" - ამ სათაურით რუსულმა Forbes-მა ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე" დასვენებისათვის პოპულარული კურორტების „TOP-10" გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი მეხუთე პოზიციაზეა.

 

„ბათუმი - შავი ზღვის ყველაზე განვითარებული კურორტი საქართველოში - სტუმრებს იზიდავს არა მხოლოდ სანაპიროზე დასვენების კარგი შესაძლებლობით, არამედ თავისი მდიდარი ისტორიითაც. ქალაქში შესაძლებელია არაერთი საინტერესო ადგილის მონახულება: გონიოს ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც თავდაპირველად რომის იმპერიას, ხოლო შემდეგ ბიზანტიას ეკუთვნოდა, არაბული ორნამენტებით მოხატული XIX  საუკუნის ორთა ჯამეს მეჩეთი. კურორტის შემოგარენში მდებარეობს სხვა ისტორიული ძეგლებიც - სამონასტრო გამოქვაბულების კომპლექსი ვარძია, შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე ხერთვისი და XII საუკუნეში აგებული გელათის მონასტერი. იმისათვის, რომ სათანადოდ შეიგრძნოთ ქვეყნის ატმოსფერო, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ  ადგილობრივი სამზარეულო, ეწვიოთ კოლორიტულ ბაზრებსა და ღვინის მაღაზიებს.

 

მუსიკისა და კინოს მოყვარულებისთვის სექტემბერში ბათუმში იგეგმება უამრავი ღონისძიება: 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით კურორტზე გაიმართება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი", 17-დან 23 სექტემბრის ჩათვლით - მუსიკალური, ხოლო 18-დან 25 სექტემბრის ჩათვლით - კინოფესტივალი BIAF", - აღნიშნავს გამოცემა.


http://www.forbes.ru/forbeslife-photogallery/



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner