logo_geo
eng_logo
მაქსიმ შევჩენკო: ზელენსკი მოქმედებს არა იმ უკრაინელების სასარგებლოდ, რომლებმაც ომის უბედურებისგან თავშესაფარი საქართველოში იპოვეს, არამედ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, ოკეანის გაღმა მყოფი თავისი ბატონების დავალებით
- +

5 ივლისი. 2023. 16:05

 

 

„გარკვეულ ძალებს საბოლოოდ სურთ, ერთმანეთს გადაჰკიდონ მართლმადიდებლური ხალხები, რუსები, ქართველები, უკრაინელები, რომ მათ დახოცონ ერთმანეთი, რომ იომონ ერთმანეთთან“,- ამის შესახებ ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საკუთარ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

 

შევჩენკოს განცხადებით, ზელენსკი ფიქრობს და მოქმედებს არა იმ უკრაინელების სასარგებლოდ, რომლებმაც ომის უბედურებისგან თავშესაფარი საქართველოში იპოვეს, არამედ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, ოკეანის გაღმა მყოფი თავისი ბატონების დავალებით.

 

„უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნა, რომ საქართველომ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს და პრაქტიკულად ბრძანება, რომ საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია კონსულტაციებისთვის, წარმოადგენს შეურაცხმყოფელ და უტიფრობის გამოხატვას მართლმადიდებლურ საქართველოსთან მიმართებაში.

 

თითქოს გარკვეულ ძალებს, საბოლოოდ სურთ ერთმანეთს გადაჰკიდონ მართლმადიდებლური ხალხები, რუსები, ქართველები, უკრაინელები, რომ მათ დახოცონ ერთმანეთი, რომ იომონ ერთმანეთთან. თითქოს ამ ძალებს სურთ, რომ რუსები ისევე ომობდნენ ქართველებთან, როგორც უკრაინელებთან. ამ ძალებმა რუსეთ უკრაინის ომიც არ იკმარეს და თითქოს ახლა საჭიროა, რომ მართლმადიდებლური უკრაინა და საქართველო ომობდეს ერთმანეთთან.

 

ბატონო ზელენსკი, ქართველებმა ძალიან დიდი რაოდენობით ლტოლვილები შეიფარეს, თანაც ისე, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად ყველანაირი შესაძლებლობა, იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად, ასევე აქვთ ყოველგვარი სამედიცინო და სოციალური მომსახურების პაკეტები სრულიად უფასოდ.

 

ასეთ დროს, ზელენსკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტად იწოდება, ფიქრობს და მოქმედებს არა იმ უკრაინელების სასარგებლოდ, რომლებმაც ომის უბედურებისგან თავშესაფარი საქართველოში იპოვეს, არამედ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, ოკეანის გაღმა მყოფი თავისი ბატონების დავალებით“, - აცხადებს მაქსიმ შევჩენკო.

 

https://www.youtube.com/shorts/PZXJb7Sgzts

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner