logo_geo
eng_logo
რატომ დამარცხდა 1943 წელს „ბარსა“ „რეალთან“ ანგარიშით 11:1
- +

5 სექტემბერი. 2016. 16:23



როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალსა" და კატალონიის „ბარსელონას" დღესდღეობით დიდი მტრობა აქვთ. მათ შორის ყოველი შეხვედრა მსოფლიო მოვლენაა და ყოველი მატჩის წინ უდიდესი დაძაბულობა სუფევს. როგორც იცით, ამ გუნდებს შორის არაერთი უხვგოლიანი დაპირისპირება ყოფილა, ხოლო ანგარიში 11:1, რომელიც „თეთრების" სასარგებლოდ დაფიქსირდა, ყველაზე დიდი გარჩევის თემაა ამ ორი გუნდის ფანებს შორის. ზოგი ამბობს, რომ ამ მატჩში ფრანკომ კატალონიელები დააშინა, რათა ძალით წაეგოთ ასეთი ანგარიშით, ზოგი კი ამბობს რომ პირველი ტაიმი მოიგო „ბარსელონამ" თავისი ძალის დასამტკიცებლად, ხოლო მეორე ტაიმში კი გოლები საკუთარ კარში გაიტანა. თუმცა რეალურ ისტორიას არცერთი შეესაბამება.

 

 

ფრანცისკო ფრანკო, ესპანეთის დიქტატორი 50 წლის მანძილზე. ბევრის აზრით, ის იყო მადრიდის „რეალის" დიდი გულშემაკტივარი და ყველაფერს აკეთებდა, რათა ამ გუნდს ყველაფერი ჰქონოდა ტიტულების მოსაპოვებლად. სინამდვილეში კი ბევრმა არ იცის, რომ ის იყო მადრიდის მეორე გუნდის, „ატლეტიკოს" გულშემატკივარი. გარდა ამისა, იგი ძალიან ეხმარებოდა კატალონიის კლუბ „ბარსელონასაც", რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ დიქტატორის დახმარების გარეშე მაშინ ცალკეული რაიონისთვის 98 000-იანი სტადიონის აშენება და მისი შენახვა პრაქტიკულად შეუძლებელს ჰგავს.


გარდა ამისა, თუ კარგად ჩავუღრმავდებით მადრიდის „რეალის" ისტორიას, დავინახავთ, რომ „თეთრების" ყველაზე დიდი უტიტულო წლები სწორედ ფრანკოს პერიოდს უკავშირდება. მათ ზუსტად 10 წლის მანძილზე არ ჰქონდათ ტიტული მოპოვებული, რაც უცნაურია ისეთი დიქტატორისთვის, რომელიც ვითომდა ფეხბურთელებს აშინებდა, რათა მადრიდის „რეალთან" წაეგოთ.



ახლა კი მოდით უშუალოდ მატჩზე გადავიდეთ. მატჩი 1943 წელს გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ იმ დროს ძალიან ხშირი იყო უხვგოლიანი მატჩების რაოდენობა. გარდა ამისა, იმ დროს სტადიონის ფაქტორი ისეთი რამ იყო, რომ შეეძლო კლუბს 5-6 ბურთიანი მარცხიც კი აღმოეფხვრა. ასე რომ, „კულეების" განაცხადი, თითქოს „ბარსამ" შინ 3:0 მოიგო და გასვლაზე 11:1 როგორ წააგებდაო, მოკლედ რომ ვთქვათ სისულელეა. რაც შეეხება თამაშს, ალბათ ბევრს გაგიგონიათ „კულეების" ნათქვამი, რომ თითქოს შესვენებისას სტადიონის გასახდელში „ბარსელონას" ტანკები დაუყენეს, რათა წაეგოთო. რა თქმა უნდა, ეს არის სრული სისულელე, თუმცა მცირე სიმართლე ამ ფაქტშიცაა. პირველი ტაიმის შემდეგ მადრიდის „რეალი" ანგარიშით 8:0 ამარცხებდა კატალონიურ კლუბს და ფეხბურთელებს არანაირი სურვილი აღარ ჰქონდათ მოედანზე გამოსვლის. ამიტომაც პოლიცია იძულებული გახდა, გასახდელში ჩასულიყო და ფეხბურთელები მოედანზე გამოეყვანათ, რათა „ჩამარტინის" პუბლიკა ჭკუიდან სრულიად არ შეეშალათ.


ამ დამამცირებელმა მარცხმა გამოიწვია კატალონიური გუნდის ფანების დიდი ზიზღი მადრიდის „რეალის" მიმართ და საბოლოოდ სწორედ ამ მატჩის შემდეგ ჩამოყალიბდა „ელ კლასიკო" ისეთი სახით, როგორიც დღეს გვაქვს.



სანდრო ჭიღლაძე


წყარო: footballnews.ge


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner