logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ხატი და სახატე არის არა ქართული დროშა და ქართული ჰიმნი, არამედ სხვა ქვეყნის დროშები, სხვა ქვეყნის ჰიმნები და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები - არაფერი ქართული მათში არ არის
- +

5 ივლისი. 2023. 17:05

 

 

„ოპოზიციის ხატი და სახატე არის არა ქართული დროშა და ქართული ჰიმნი, არამედ მათი ხატი და სახატე არის სხვა ქვეყნის დროშები, სხვა ქვეყნის ჰიმნები და აბსოლუტურად სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი სამშობლოს მიმართ კავშირი და შეგრძნება საერთოდ არ გააჩნიათ.

 

„ოპოზიციას ყველანაირი კავშირი საქართველოსთან დაკარგული აქვს, მათთვის ავტორიტეტი არის არა საქართველო, ქართული კანონმდებლობა, მათთვის ავტორიტეტი არის სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი და ა.შ. დღეს ოპოზიციის ამ ნაწილის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, არიან არა ქართველი პოლიტიკოსები, არამედ იქცევიან, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსები ან არ ვიცი, რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, არაფერი ქართული მათში საერთოდ არ არის. არანაირი კავშირი, შეგრძნება სახელმწიფოს მათ არ გააჩნიათ და მათი შეფასებებით ეს აჩვენეს, რომ მზად არიან საკუთარი მოქალაქე ერთ წამში გაყიდონ (ვგულისხმობ კომპანია „აირზენას" და გაიაშვილს, რომელიც სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა), არც კი იზრუნონ ამ მოქალაქის უფლებებზე და ა.შ. ერთ წუთში გაყიდეს, იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის რომელიღაცა დეპუტატმა რაღაცა თქვა. არანაირი კავშირი, კუთვნილება მათ ქვეყნის მიმართ არ აქვთ, არანაირი ავტორიტეტი - საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, სასამართლო არ არის, უცხო ქვეყნის პრეზიდენტი, უცხო ქვეყნის პარლამენტი მათთვის არის ავტორიტეტი და სხვა არაფერი. მათი ხატი და სახატე არის არა ქართული დროშა და ქართული ჰიმნი, არამედ მათი ხატი და სახატე არის სხვა ქვეყნის დროშები, სხვა ქვეყნის ჰიმნები და აბსოლუტურად სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner