logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს, დაბრკოლება იქნებოდა კანონის არაღსრულება
- +

5 ივლისი. 2023. 19:45

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ამაზე პასუხი აგოს.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუ რამე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის არაღსრულებაა.

როგორც ოხანაშვილის აღნიშნა, პოლიტიკოსებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ, როცა საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ უნდა გახდეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დადასტურებულად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა და თუ რამე იქნებოდა დაბრკოლება, ეს კანონის არაღსრულებაა. არავინ უარყოფს, რომ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს. როგორ წარმოგიდგენიათ, კანონის უზენაესობას რა ფასი აქვს და ვინ დაიცავს კანონს, როცა ხედავენ, რომ ადამიანი დანაშაულს ჩადის და შემდეგ ხდება აპელირება, რომ იცი, დანაშაული კი ჩაიდინა, მაგრამ კანონი არ უნდა აღსრულდეს. მაშინ რა ფასი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას?“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner