logo_geo
eng_logo
„ქართულმა ოცნებამ“ წალკასა და თეთრიწყაროში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩია
- +

5 ივლისი. 2023. 19:49

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში გრძელდება. წალკასა და თეთრიწყაროში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ორგანიზაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური უხელმძღვანელებს, წალკის ორგანიზაციას - წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე.

4 ივლისს, პარტიული კონფერენციები რუსთავსა და გარდაბანში ჩატარდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner