logo_geo
eng_logo
Newsweek: დაზვერვის ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსული დაზვერვა ძალიან აქტიურია უკრაინაში და თითქმის ყველაფერი, რასაც აშშ უკრაინას უზიარებს, სავარაუდოდ, რუსულ დაზვერვამდეც აღწევს
- +

5 ივლისი. 2023. 21:21

 

რუსული დაზვერვა ძალიან აქტიურია უკრაინაში და თითქმის ყველაფერი, რასაც აშშ უკრაინას უზიარებს, სავარაუდოდ, რუსულ დაზვერვამდეც აღწევს. წერსამერიკული გამოცემა Newsweek-ი ამერიკელ სადაზვერვო ექსპერტებზე დაყრდნობით.

„ჩვენი დროის დიდი ნაწილი უცხო მთავრობებსა და სადაზვერვო სამსახურებში რუსეთის შეღწევის ძიებაზე მოდის“, - აცხადებს აშშ-ის სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელი, რომელიც უკრაინის ომზე მუშაობს.

„ჩვენ გამოვავლინეთ რუსი ჯაშუშები უკრაინის მთავრობისა და სამხედროების რიგებში და მიწოდების ჯაჭვის სხვა წერტილებში. თუმცა, რუსეთის [დაზვერვის] შეღწევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, თუნდაც ნატოს წევრ ქვეყნებში, ღრმაა და რუსეთის გავლენის ოპერაციები პირდაპირ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნავს გამოცემა Newsweek-თან საუბარში აშშ-ის სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელი.

როგორც Newsweek-ი წერს, მაშინ, როდესაც უკრაინამ მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღის მიღება დაიწყო, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მუშაობს, კორუფციასთან ბრძოლის ამოცანაა, რომელიც მთავარი პრობლემა აღმოჩნდა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო არის ის, თუ რამდენი რამ არ იცის აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA). სააგენტო ისევე გაურკვეველია ვოლოდიმირ ზელენსკის განზრახვებში, როგორც ვლადიმირ პუტინის შემთხვევაში.

„არის ფარული ომი, ფარული წესებით, რაც საფუძვლად უდევს ყველაფერს, რაც ხდება უკრაინაში“, - ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციაში დაზვერვის მაღალჩინოსანი, რომელმაც ასევე ისაუბრა Newsweek-თან.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რომ უკრაინის თავდასხმებმა ყირიმის ხიდზე, რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებსა და კრემლზე, გააჩინა კითხვები აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთ მთავარ სადაზვერვო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით: საკმარისად იცოდნენ თუ არა, რას გეგმავენ უკრაინელები.

CIA-მ ყირიმის ხიდზე თავდასხმით შეიტყო, რომ ზელენსკის ან არ ჰქონდა სრული კონტროლი საკუთარ სამხედროებზე, ან არ სურდა გარკვეული ქმედებების შესახებ სცოდნოდა“, - ამბობს აშშ-ის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner