logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე შეცდომა არ უნდა მოუვიდეს
- +

5 სექტემბერი. 2016. 16:29



„დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ სააკაშვილი მხოლოდ ამაზე უკიჟინებს საკუთარ თანაგუნდელებს, რომ როგორმე სიტუაცია ააყირაონ",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.

ივანიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან „ევროპელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჭეშმარიტად ევროპელები ვართ".



„დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დიდი მცდელობაა. სააკაშვილი მხოლოდ ამაზე უკიჟინებს საკუთარ თანაგუნდელებს, რომ როგორმე სიტუაცია ააყირაონ. მათ კარგად იციან, რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ. სააკაშვილმა ოთხი წელიწადი ერთი რამით  შეინახა გუნდი, რომ გაზაფხულზე ამბობდნენ, შემოდგომას რევოლუციას მოვაწყობთო და შემოდგომას ამბობდნენ, გაზაფხულზე გადავიბარებთ ხელისუფლებასო.

მცდელობა იქნება, რომ როგორმე ქაოსი შემოიტანონ, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. რაც შეიძლება მეტი კამერა და ჟურნალისტებთან მეტი მუშაობა, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ამ არჩევნებზე რაიმე შეცდომა „ქართულ ოცნებას" არ უნდა მოუვიდეს. ევროპელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჭეშმარიტად ევროპელები ვართ",- განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner