logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუთვნილი სასჯელი სათანადოდ უნდა მოიხადოს. ეს არის საჭირო მათ შორის იმისთვის, რომ არ შესრულდეს პოდოლიაკისა და დანილოვის მოწოდებები
- +

5 ივლისი. 2023. 23:32

 

"შესაბამისი ძალები ხედავენ, რომ კეზერაშვილი, ხაბეიშვილი, მერაბიშვილი არ ფლობენ აქ ვითარების არევის რესურსს და აქედან გამომდინარე, ამ ძალებს აქვთ სააკაშვილისა და გვარამიას იმედი, რომ ისინი მოახერხებენ საკუთარი რესურსით იმის მიღწევას, რასაც ვერ აღწევს კეზერაშვილი, ვერ აღწევს ხაბეიშვილი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ხელისუფლება არ იმსჯელებს არც სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე და არც მისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთების სანაცვლოდ ციხიდან გამოშვებაზე.

გინდ სამაჯურით, გინდ სამაჯურის გარეშე, გინდ ქვეყნის გარეთ - თუ საუბარია ადამიანის გათავისუფლებაზე, ეს არის გათავისუფლება და ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუთვნილი სასჯელი სათანადოდ უნდა მოიხადოს. კანონი უნდა აღსრულდეს ამ ქვეყანაში. ეს არის საჭირო მათ შორის იმისთვის, რომ არ შესრულდეს პოდოლიაკისა და დანილოვის მოწოდებები. რომ გითხრათ, სააკაშვილი გამოვა და ქვეყანას დააქცევს - რა თქმა უნდა, ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ გათვლა ეს არის“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner