logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება - დეკემბერში თუ კიდევ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით
- +

6 ივლისი. 2023. 00:52

 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, დეკემბერში თუ კიდევ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, დავუშვათ რეალურად ასე არ მოხდა, პროცესები გაგრძელდება და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დარჩება ის ამოცანა, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია. დაველოდებით შემდეგ წელს, იმის შემდეგ წელს. იმედია, მანამდე დასრულდება უკრაინაში ომი. რა თქმა უნდა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება მაშინვე სხვანაირად შემოგვხედავენ მათ შორის ის ძალები, რომლებიც დღეს რადიკალურად განსხვავებულად გვიყურებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ ცუდად ყურებას, კონკრეტული ინტერესია საქართველოს მიმართ, რაც არ არის მაგალითად მოლდოვის მიმართ, ის ინტერესია საქართველოს მიმართ. დეკემბერში თუ კიდევ ერთხელ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად, რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მომავალშიც მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს ამ თემის გარშემო. მეტი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწევს საზოგადოებისთვის. უფრო დეტალურად ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად თუ რას შეიძლება განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება. უფრო მეტად დაგვჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner