logo_geo
eng_logo
ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო
- +

6 ივლისი. 2023. 10:01

 

 

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. მასპინძელი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრია. ფესტივალი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დუმბაძის შვილიშვილის ნოდარ მაჭარაშვილის პიესით „ავი მუსაიფი“ გახსნა.

 

პიესა ერეკლე მეორის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. რაც შეეხება ფესტივალს - ათი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 8 უცხოური და 18 ქართული სპექტაკლი. საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. ფესტივალი ოზურგეთის თეატრის 155 წლისა და ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეებს ეძღვნება, მიზანი ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner