logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ფსკერიდან ზედაპირზე ამოყვინთა ალექსანდრე „კახა“ ლომაიმ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომერ მის შესახებ ჩვენს "მეხსიერებით ბარათს" ვადა გაუვიდა
- +

6 ივლისი. 2023. 13:04

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კახა ლომაიას ფეისბუკსტატუსს ეხმიანება, რომლის თანახმად ლომაიამ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთში დასავლური ფირმების მუშაობის შეწყვეტით, საქართველო იხეირებდა, „არა-რუსული მთავრობა რომ ჰყოლოდა“.

 

ამჯერად ფსკერიდან ზედაპირზე, იქ სადაც ორგანული მასები აღარ იძირება, ამოყვინთა ალექსანდრე „კახა“ ლომაიმ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომ მის შესახებ ჩვენს „მეხსიერებით ბარათს“ ვადა გაუვიდა. იმ ლომაიმ, 2008 წელს ანწუხელიძის წამებით მკვლელობის ბრძანების გამცემ გენერალ ბორისოვს, რესტორნებში „მენიუს“ რომ უდგენდა, თვალებში შესციცინებდა, მაღალი სტუმრის მზერაში კმაყოფილების „ნოტკების“ ამოკითხვის იმედით. აშენდაო რუმინეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებითო, გვამცნო ექს უშიშროების საბჭოს მდივანმა. „ასამდე“ ევროპულმა ბრენდმაო რუსეთში წარმოება შეაჩერაო და რუმინეთში გადაიტანაო. თუმცა იმ ასიდან, მხოლოდ ერთი - ფინეთის საბურავების მწარმოებელი მოგვიყვანა მაგალითად. არც იმ ასზე მოგვიყვა რამე, ვინც რუსეთთან დღემდე არ წყვეტს საქმიან ურთიერთობას, ომის მიუხედავად. არც თავის მეგობარ ჭყონიას იხსენებს, ვისი სათავო Coca-Cola-ოფისი კი გამოვიდა რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ იქ ზარ-ზეიმით ლომაიას ძმაკაცი შევიდა სამაგიეროდ.

 

არც იმას რისკავს ლომაია შეგვახსენოს, თუმცა გულში ექნება ჩადებული თავისი უკრაინელი თანამოაზრე რეზნიკოვის წუხილი - აფსუს, რა იდეალური პოლიგონია დღეს უკრაინა საიმისოდ, რომ ჩვენს ჯარისკაცებზე და მშვიდობიან ობიექტებზე, თავისი მოსახლეობით, დღეს თანამედროვე დასავლური შეიარაღება იტესტებოდეს. იგივეს ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, ბორისოვის „მელიქიფე“ ლომაიაც. თუმცა, ვერ მოვართვით და აი ამიტომაც ტივტივებს ზედაპირზე, ტივტივებს და ვეღარც იძირება. ღირდა კი ამოყვინთვად?“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner