logo_geo
eng_logo
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
- +

6 ივლისი. 2023. 15:50

 

 

„სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო  პროგრამების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავითარებს ლურჯი მოცვის წარმოებას. დაფინანსებულია 2,500 ჰექტარზე მეტ ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენება.  Usaid-ის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში  იყიდება“ -  განაცხადა სოფლის განვათარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

 

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

 

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას,  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა  სოფლის განვითარების სააგენტოსთან და  სააგენტოსთან  „აწარმოე საქართველოში“ ერთად ახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner