„სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავითარებს ლურჯი მოცვის წარმოებას. დაფინანსებულია 2,500 ჰექტარზე მეტ ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენება. Usaid-ის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება“ - განაცხადა სოფლის განვათარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.
ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად ახორციელებს.