logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ბატონი არესტოვიჩი, გონჩარენკო და პოდოლიაკი აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, ბოლოს კი ეს ყველაფერი ბატონმა დანილოვმა დააგვირგვინა
- +

6 ივლისი. 2023. 17:18

 

 

„ბოლოს ბატონი დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი: „დნესტრისპირეთი და საქართველო რომ „იყვნენ ახლა დაკავებულნი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით, უკრაინისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას გამოეხმაურა და ციტირება მოახდინა იმ უკრაინელი მაღალჩინოსნების სიტყვებისა, რომლებიც აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩაბმას. „ბატონი არესტოვიჩი:

 

„ახლა არის ის დრო, როდესაც თქვენ უნდა შეხვიდეთ და დაიკავოთ აფხაზეთი და ოსეთი, იქ რუსის ჯარი აღარ არის, ვინც იყო, ყველა წავიდა.“ ბატონი გონჩარენკო: „ქართველებს მოენატრათ აფხაზეთი და ოსეთი, მათაც მოენატრათ ქართველები, ამიტომ ახლა არის დრო, რომ თქვენ იქ შეხვიდეთ.“ თავად ბატონი პოდოლიაკი: „ახლა არის დრო, როდესაც საქართველომ, როგორც რუსეთისგან ოკუპირებულმა ქვეყანამ, უნდა დაიკავოს აფხაზეთი.“ ბოლოს ბატონი დანილოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, აგვირგვინებს ამ ყველაფერს და ამბობს: „დნესტრისპირეთი და საქართველო რომ „იყვნენ ახლა დაკავებულნი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით, უკრაინისთვის ეს იქნებოდა ძალიან კარგი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner