logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გაერთიანებული „ქართულ- უკრაინული ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად პირდაპირი მინიშნებების გარეშე, მოუწოდებდა საქართველოს ჩართულიყო საომარ მოქმედებებში
- +

6 ივლისი. 2023. 17:22

 

 

„პოდოლიაკის განცხადება ჰაერიდან მოტანილი არ არის. პოდოლიაკის განცხადების მიზანია, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს ეს ირაკლი კობახიძის განცხადებებშია აღწერილი, რომ უკრაინას სურს საქართველოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

„მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს, თუ რის გამო გაიწვია ელჩი საქართველოდან უკრაინამ, თუ რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკური დონეებიდან და რატომ ერთვებოდა მათ პრეზიდენტი იმ მიტინგებში, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს მოსახლეობას დესტაბილიზაციისაკენ. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი და განცხადებები საკმაოდ აშკარა. გაერთიანებული „ქართულ- უკრაინული ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად პირდაპირი მინიშნებების გარეშე, მოუწოდებდა საქართველოს ჩართულიყო საომარ მოქმედებებში“, - განმარტა გიორგი ვოლსკიმ.

 

უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებისგან საქართველოს მისამართით მორიგი ბრალდებები ისმის. ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამტკიცებს, რომ საქართვლო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. პოდოლიაკი მტკიცებულებებზეც საუბრობს, თუმცა მათ არც ამჯერად ასაჯაროებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner