logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ განხილვებში მიიღო მონაწილეობა
- +

6 ივლისი. 2023. 18:44

ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, მან საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები, რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ევროკავშირისთვის ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საერთაშორისო ორგანიზაციის Link-Europe ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner