ჰააგაში სამხრეთ კავკასიასთან და ევროკავშირის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, მან საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინებზე ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები, რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ევროკავშირისთვის ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საერთაშორისო ორგანიზაციის Link-Europe ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.