logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

6 ივლისი. 2023. 19:45

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა და განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მიზნით, ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner