logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობენ, რომ თურმე პარლამენტზე შტურმის მცდელობა ყოფილა ევროპული დემოკრატია, ცხადია ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ დეპოლარიზაციაზე
- +

6 ივლისი. 2023. 20:00

"როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობენ, რომ თურმე პარლამენტზე შტურმის და შეჭრის მცდელობა ყოფილა ევროპული დემოკრატია და ამის მაგალითს გვაძლევენ თურმე ევროპელი დემონსტრანტები, ცხადია ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ დეპოლარიზაციაზე," - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა სხვა პუნქტისგან განსხვავებით დეპოლარიზაცია ვერ მოხდება, თუ ორივე მხარე არ იქნება ამაზე თანახმა და არ ჩადებს გარკვეულ წვლილს. მაგრამ როდესაც ოპოზიცია გმირად აცხადებს ადამიანს, რომელიც ცეცხლს ცოცხლად უკიდებს პოლიციელებს, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობენ, რომ თურმე პარლამენტზე შტურმის და პარლამენტში შეჭრის მცდელობა ყოფილა ევროპული დემოკრატია და ამის მაგალითს გვაძლევენ თურმე ევროპელი დემონსტრანტები, ცხადია ძალიან ძნელია ვილაპარაკოთ დეპოლარიზაციასა და პოლარიზაციის შემცირებაზე. ქუჩაში მომხდარი ფაქტები ზუსტად არის გამოძახილი იმისა, რითაც ოპოზიცია ამართლებს ძალადობას. ორივე მხრიდან უნდა შეწყდეს ეს და მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და არ გადავიდნენ ძალადობაზე“,- აღნიშნა სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner