საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთი ქალაქ ლვოვზე თავდასხმის გამო დაგმო.
„ლვოვზე რუსეთის თავდასხმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პუტინი განზრახ უმიზნებს უკრაინელ ხალხს. მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთი პასუხს აგებს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.