logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ბრიტანეთმა რუსული „სბერბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე სასანქციო სიიდან ამოიღო
- +

7 ივლისი. 2023. 00:48

დიდმა ბრიტანეთმა რუსული „სბერბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე, ლევ ხასისი სასანქციო სიიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შემდეგი პირი [ლევ ხასისი] ამოღებულია კონსოლიდირებული სიიდან, ის აღარ ექვემდებარება სანქციებს, რომელიც ითვალისწინებს აქტივების დაყადაღებასა და სატრასტო მომსახურების აკრძალვას“, - ნათქვამია ბრიტანეთის ფინანსტა სამინისტროს დოკუმენტში.

ლევ ხასისი სასანქციო სიაში 2022 წლის 24 მარტს შეიყვანეს. რუსული „სბერბანკი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციების ქვეშ 2022 წლის 1-ელ მარტს მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების მოხსნის მიზეზს არ ასახელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner