დიდმა ბრიტანეთმა რუსული „სბერბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე, ლევ ხასისი სასანქციო სიიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„შემდეგი პირი [ლევ ხასისი] ამოღებულია კონსოლიდირებული სიიდან, ის აღარ ექვემდებარება სანქციებს, რომელიც ითვალისწინებს აქტივების დაყადაღებასა და სატრასტო მომსახურების აკრძალვას“, - ნათქვამია ბრიტანეთის ფინანსტა სამინისტროს დოკუმენტში.
ლევ ხასისი სასანქციო სიაში 2022 წლის 24 მარტს შეიყვანეს. რუსული „სბერბანკი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციების ქვეშ 2022 წლის 1-ელ მარტს მოექცა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების მოხსნის მიზეზს არ ასახელებს.