საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ლაგოდეხში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ამ 4 წლის განმავლობაში შეცდომები იყო, ამისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული და საფუძველი ჩაეყარა ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის მშენებლობას.
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი პრემიერ-მინისტრით, რომელიც არის საქმეზე, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული.
დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით გავიმარჯვებთ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, არამედ სრულიად საქართველოს გამარჯვება, იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ", - აცხადებს კახა კალაძე.