ავსტრიული ბანკი Raiffeisen Bank International-ი რუსეთიდან გასვლის გეგმების განხორციელებას აყოვნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Raiffeisen-ი -უმსხვილესი დასავლური ბანკი რუსეთში- სექტემბრისთვის რუსეთში თავისი ბიზნესის შეჩერებას გეგმავდა მას შემდეგ, რაც ეს ევროპულმა მარეგულირებლებმა მოითხოვეს.
წყაროების ინფორმაციით, ავსტრია და Raiffeisen-ი ეწინააღმდეგებიან ამას იმ იმედით, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ავსტრიელი ოფიციალური პირები აძლიერებენ ბანკის დაცვას ევროპასა და ვაშინგტონში და აცხადებენ, რომ ის უსამართლოდ იქნა გამოყოფილი.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინას, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ისინი თავს არიდებენ რუსეთთან არსებული კავშირების სრულად გაწყვეტას, რადგან ფიქრობენ, რომ ურთიერთობების აღდგენა მაინც იქნება შესაძლებელი.
რუსეთის ხელისუფლებამ მიაწოდა სიგნალი Raiffeisen-ს, რომელსაც რუსეთში ჰყავს დაახლოებით 2 600 კორპორატიული კლიენტი, ანგარიშის 4 მილიონი მფლობელი და 10 000 თანამშრომელი, რომ მათ სურთ, რომ ბანკი რუსეთში დარჩეს.