ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება მალე შედგება.
„დროა შვედეთი შეუერთდეს ალიანსს. შესაძლოა, დადებითი გადაწყვეტილება ვილნიუსში ალიანსის სამიტს მოჰყვეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ნატოში შვედეთის გაწევრიანებას.
„შვედეთი არის უნარიანი და ერთგული პარტნიორი. მთავარი ის არის, რომ შვედეთი ჩვენს ალიანსს გააძლიერებს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, შვედეთს აქვს „იგივე ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს ნატოში“ და რომ ის „მოუთმენლად ელოდება ალიანსში შვედეთის წევრობას“.