logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: დროა შვედეთი შეუერთდეს ალიანსს
- +

7 ივლისი. 2023. 00:51

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება მალე შედგება.

დროა შვედეთი შეუერთდეს ალიანსს. შესაძლოა, დადებითი გადაწყვეტილება ვილნიუსში ალიანსის სამიტს მოჰყვეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ნატოში შვედეთის გაწევრიანებას.

შვედეთი არის უნარიანი და ერთგული პარტნიორი. მთავარი ის არის, რომ შვედეთი ჩვენს ალიანსს გააძლიერებს“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, შვედეთს აქვს „იგივე ღირებულებები, რაც ჩვენ გვაქვს ნატოში“ და რომ ის „მოუთმენლად ელოდება ალიანსში შვედეთის წევრობას“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner