უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
როგორც თურქული მედია იუწყება, მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.